მთავარისიახლეებისაზოგადოება"დადექით ევროპული მომავლის გვერდით" - გირჩი/დროა საჯარო მოხელეებს მიმართავს

“დადექით ევროპული მომავლის გვერდით” – გირჩი/დროა საჯარო მოხელეებს მიმართავს

Published on

გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საჯარო მოხელეებს მიმართავენ.

პარტიები მოუწოდებენ მათ, იყვნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ევროპული მომავლის გვერდით.

“ჩვენ კარგად ვიცით პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეების მიმართ, რათა თქვენ თავისუფლად არ დააფიქსიროთ სამოქალაქო პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ. სისტემა ლპობის საბოლოო ფაზაშია და თქვენი ადგილი არა ამ რუსული სისტემის, არამედ საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების გვერდით, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზეა.

ჩვენ გვჯერა მოქნილი, მცირე, ეფექტიანი, მაღალპროფესიული და პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის. ჩვენ გვჯერა პროფესიონალი, კარიერული საჯარო მოხელეების და ვაფასებთ მათ წვლილს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიზაციასა და მოდერნიზაციაში.

ვდებთ პირობას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ვიბრძოლებთ, რომ ბაღის აღმზრდელებს, სკოლის მასწავლებლებს, უბნის ინსპექტორებს, სოფლის რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, სხვა საჯარო მოხელეებს, აღარასდროს მოუწიოთ მმართველი ძალის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების გამოძალვა.

კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები აღარასდროს გახდნენ პროპაგანდის ინსტრუმენტი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში. აღარასდროს მოგიწიოთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, ხელმძღვანელობის მითითებით, გააზიაროთ და დააკომენტაროთ მთავრობისთვის სასურველი შინაარსები სოციალურ ქსელებში.

საჯარო სამსახურში მიღებისა და კარიერული დაწინაურების პროცესი დაეფუძნოს კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას და არა მმართველი ძალის პოლიტიკურ ერთგულებას.

დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით”- ნათქვამია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ 29 აპრილს პარლამენტთან, რუსული კანონის მხარდამჭერი შეკრება დააანონსა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტია აქციაზე ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა - ინფორმაციას გამოცემა Bm. ge ავრცელებს და წერს,...

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...