მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს სენატში 23 აპრილს განიხილავენ

უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს სენატში 23 აპრილს განიხილავენ

Published on

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ უკრაინის სამხერდრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა: 311 მომხრე, 112 წინააღმდეგი.

ამ გადაწყვეტილებას პალატის წარმომადგენლები სკანდირებითა და ორი ქვეყნის დროშების ფრიალით შეეგებნენ.

რას ითვალისწინებს $60,84 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა. შემდეგი ეტაპი სენატია, ბოლო კი – ჯო ბაიდენის ხელმოწერა. ზელენსკიმ უკვე გადაუხადა მადლობა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას.

ამ პაკეტის მიხედვით:

◾️14 მილიარდი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენას მოხმარდება,
◾️13 მილიარდი პენტაგონის მარაგების შევსებას,
◾️7 მილიარდი რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების გაძლიერებას,
◾️9 მილიარდი ეკონომიკურ დახმარებას სესხის სახით,
◾️26 მილიონი – პროდუქციის მიღება-განაწილებაზე ზედამხედველობას. კანონპროექტი ზედამხედველობის გამკაცრებასაც ითვალისწინებს.

◾️ამის გარდა, დამტკიცდა კანონი უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ შეიძლება 8 მილიარდ დოლარამდე მიიღოს.

The Washington Post წერს, რომ ამერიკული შეიარაღება უკრაინაში ჩავა კონგრესში კანონპროექტის კენჭისყრიდან არაუმეტეს ერთი კვირისა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტის განხილვა სენატში 23 აპრილს იგეგმება.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...