მთავარისიახლეებიმსოფლიოოდესის ოლქში, მიტოვებულ შენობაში, უკრაინელ პოლიციელებზე თავდამსხმელი ორი პირი დააკავეს

ოდესის ოლქში, მიტოვებულ შენობაში, უკრაინელ პოლიციელებზე თავდამსხმელი ორი პირი დააკავეს

Published on

ვინიცის ოლქში ორ უკრაინელ პოლიციელზე თავდამსხმელები დააკავეს, ნაპოვნია მათი ავტომანქანაც. ორივე ბრალდებული ოდესის ოლქში თავს აფარებდა მიტოვებულ შენობას და უკრაინის დატოვებას გეგმავდა, – იტყობინება ეროვნული პოლიცია.

ამასთან, მოწმდება მათი შესაძლო კავშირები დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან. პოლიციელებზე თავდასხმის მოტივად დაკავებულები ხელყუმბარების გადატანას ასახელებენ.

შეგახსენებთ, ბრალდებულებმა პოლიციას ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მანქანაში მოთავსებული ყუთის გახსნა მოითხოვა.

თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორემ კი ჭრილობა მიიღო, თუმცა, საპასუხო ცეცხლის შედეგად, ერთი თავდამსხმელის დაჭრა მოახერხა.

პოლიციელებზე თავდასხმის დღესვე, შსს-მ გამოაქვეყნა მოკლული პოლიციელის სამხრე კამერის ცანაწერი, სადაც კარგად ჩანს, რომ ერთერთმა თავდამსხმელმა პოლიციელს ცეცხლი სრულიად უწყინარ სიტუაციაში, მოულოდნელად გაუხსნა. 

ვიდეო გამოქვეყნდა ტელეგრამ-არხებზე, მათ შორის, ტელე-რადიო კომპანია ოდიშის ოფიციალურ გვერდზე ტელეგრამში. 

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს. 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...