მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია "არა რუსულ კანონს" რუსთაველზე დღესაც გაიმართება

აქცია “არა რუსულ კანონს” რუსთაველზე დღესაც გაიმართება

Published on

20 აპრილს გვიან ღამემდე გაგრძელდა სტუდენტების მიერ თვითორგანიზებით მოწყობილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. ორბელიანების სასახლესთან დემონსტრანტებმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენ გააგრძელეს. 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა, დემონსტრანტებთან დაპისრისპირება ამჯერად არ მომხდარა. ხანმოკლე პიკეტის შემდეგ ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სადაც გვიან ღამემდე დარჩნენ აქციის მონაწილეები. 

ორგანიზატორებმა აქცია 21 აპრილსაც დააანონსეს, რომელიც ასევე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება. 

“რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების ფოტოები, ვიდეო და განახლებული ინფორმაცია მისი მიმდფინარეობის შესახებ მომენტალურად ქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე. არხზე მასალების გასაცნობად საჭიროა ტელეფონში გქონდეთ ტელეგრამის აპლიკაცია. ჩვენი არხი ტელეგრამზე აქ. 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...