მთავარისიახლეებისაზოგადოებაგრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

Published on

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. შესაბამისად, კიდევ უცნობია, როდის დატოვებს ლაზარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, უკვე ერთი კვირაა, საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების ოქმის გამოსაცემად საჭირო დოკუმენტს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, არ აწვდიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...