მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილი სიფრთხილის ზომებს ატარებს - კრამონი

ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს ატარებს – კრამონი

Published on

“ივანიშვილის სიფრთხილის ზომებს ატარებს”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “ოცნების” სპეცოპერაციას ივანიშვილის ქონების გადასარჩენად.

ევროპარლამენტარი ქართველ ოლიგარქს მოუწოდებს, რომ შეზღუდვების შემთხვევაში, ფული უკან, საქართველოში დააბრუნოს.

კრამონი სოციალურ ქსელში ღიად წერს, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გააყალბებს, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.

ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს ატარებს: სანქციების შემთხვევაში მან ფული უნდა დააბრუნოს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ”, – წერს კრამონი.

“ოცნების” სპეცოპერაცია ივანიშვილის ქონების გადასარჩენად. მმართველი გუნდი ოლიგარქის გამო კანონს ცვლის. პარლამენტში რუსული პროექტის დამტკიცების გარდა, უმრავლესობის წინაშე კიდევ ერთი მისია გაჩნდა. დაჩქარებული წესით იღებენ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უხსნის გზას, ოფშორებიდან საკუთარი აქტივები, წილები და ქონება ყოველგვარი გადასახადის გარეშე საქართველოში გადმოიტანოს.

ამით ოლიგარქი თავს დაიცავს სანქციებისგან, დაიცავს საკუთარ მილიარდებს და არც გადასახადებს გადაიხდის ქვეყნის ბიუჯეტში. “ოცნების” მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი სრულად ივანიშვილზეა მორგებული. ის ოფშორებში ასზე მეტ კომპანიას ფლობს. თუმცა ივანიშვილის გარდა შეღავათებით ისარგებლებენ რუსი ოლიგარქებიც, ვინც საქართველოში აქტივების შენახვას გადაწყვეტს. ჩვენი ქვეყანა მათი ქონების გადარჩენის ერთადერთი ხსნა იქნება.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...