მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტში რუსული კანონის განხილვა განახლდა - სხდომაზე ხმაურია

პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განახლდა – სხდომაზე ხმაურია

Published on

პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა განაახლა. ხმაურია ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე სადაც სიტყვით “ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი გამოდის. პარალელურად ისმის შეძახილები.

დღეს “ოცნება” აპირებს პირველი მოსმენით კენჭი უყაროს აღნიშნულ კანონპროექტს, რომლის გასაპროტესტებლადაც მესამე დღეა პარლამენტთან აქცია იმართება. ღამით რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს – “ტაბულას”, “აპრილისა” და “პუბლიკას” რეპორტიორებს.

ონლაინმედიას პარლამენტში დღესაც არ უშვებენ. ნაცვლიშვილმა თქვა, რომ “ერთადერთი რისი იმედიც აქვს გავრილოვის უმრავლესობას, არის მოქალაქეების იმ ნაწილის დუმილი, რომლის ხმაც ჯერ კიდევ არ ისმის, მაგრამ რომელიც ძალიან ძლიერად გაჟღერდება დღეს”.

“წარმოუდგენელია სწორედ ის რაც ახლა ხდება. ხმის ჩახშობა ვითომ ტექნიკური მიზეზებით, აი ვითომ კანონიერი მიზეზებით ჩაახშობენ დამოუკიდებელი მოქალაქეების აზრს, თუ გავიდა ეს კანონი, ამიტომ გინდათ ამ კანონის მიღება, ამიტომ გეჩქარებათ ამ კანონის მიღება, რომ ზუსტად ასე გამორთოთ მიკროფონები, ზუსტად ასე დატოვოთ საქართველოს მოქალაქეები პირისპირ რუსეთთან, პირისპირ კაციჭამია პუტინთან და დაუკარგოთ ყველა მეგობარი და ყველა პარტნიორი”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

სიახლეები

ეგზარქოსი შიო ცდილობს, საპატრიარქო ტახტი რუსების დახმარებით მიიტაცოს – გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა წერს, რომ საპატრიარქოში შეთქმულებაა და კვირის წირვის ჩატარებაზე მსოფლიო...

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...