მთავარისიახლეებისაზოგადოებამე ამ კანონს დავადებ ვეტოს და ეს იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება-ზურაბიშვილი BBC-ის...

მე ამ კანონს დავადებ ვეტოს და ეს იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება-ზურაბიშვილი BBC-ის ეთერში

Published on

კანონპროექტის ხელახლა ინიცირება არის პირდაპირი პროვოკაცია – ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი BBC-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ.

ზურაბიშვილის თქმით, დონორების დაფინანსება ქვეყანაში ისედაც გამჭვირვალეა, სამაგიეროდ გაუმჭვირვალეა ხელისუფლების პირველი პირების კორუფცია ის, თუ ვისი ინიციატივით შემობრუნდა აღნიშნული კანონპროეტქი:

“ეს კანონპროექტი არის დიდი შეშფოთების საგანი, იმიტომ რომ ის არის ზუსტი ასლი პუტინის კანონისა, რომელიც მიღებულ იქნა 2012 წელს და მომდევნო წლებში უფრო მეტად გამკაცრდა. ეს კანონი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ გასულ წელს მასობრივი გამოსვლების გამო ეს კანონი უკან იქნა გაწვეული და ამჯერად მისი ხელახლა ინიცირება არის პირდაპირი პროვოკაცია.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ეს კანონი ფინანსურ გამჭვირვალობას ეხება, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა საქართველოში და მათ ამ მხრივ ძალიან მკაცრი წესები აქვთ. სამაგიეროდ, გამჭვირვალე საქართველოში არ არის კორუფცია მთავრობის უმაღლეს ეშელონებში და ასევე ის, თუ ვისი დავალებით იქნა ეს კანონპროექტი ხელახლა დაინიცირებული. სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვები გამჭვირვალობის შესახებ, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა სვამს და სწორედ ამიტომ არის, რომ უკვე მესამე დღეა, რაც დემონსტრაციები მიმდინარეობს საქართველოში.

ეს კანონი ნამდვილად აჩვენებს, რომ ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც ცდილობს, დაბრკოლება შეუქმნას საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ხალხი ამას ეწინააღმდეგება. მთავარი ტესტი იქნება 26 ოქტომბრის საყოველთაო არჩევნები და ეს კანონი არის ასევე იმის მცდელობა, რომ ამ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ჩატარებას შეეშალოს ხელი. თუმცა, ეს არ გამოვა, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ ადგას ევროკავშირის გზას.

მე ამ კანონს ისევე დავადებ ვეტოს, როგორც აქამდე ვადებდი ყველა კანონს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. მართალია, პარლამენტს აქვს საკმარისი ხმები, რომ ჩემი ეს ვეტო დაძლიოს, მაგრამ ჩემი ვეტო იქნება ხალხის ხმის დემონსტრირება და ეს ხმა გაგონილი იქნება მკაფიოდ.” განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით დღეს მიიღო.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...