მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის ელჩი: ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან

ევროკავშირის ელჩი: ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან

Published on

პრეზიდენტი ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა და რუსულ კანონთან დაკავშირებით ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაიმეორა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი განცხადება, რომ ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან.

“ჩვენ, ევროკავშირის ელჩები, ასევე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები, მოგვიწვია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმისთვის, რომ გაეზიარებინა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. როგორც იცით, ევროკავშირი ძალიან სწრაფად გამოეხმაურა ამ კანონის ხელახლა ინიცირებას. 4 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა, გუშინ საღამოს კი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს კანონი არ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ დააშორებს მას, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. დღეს, 17 აპრილს, ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში, სადაც ძირითადად განხილული იქნება შიდა საკითხები, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მათ ასევე განიხილონ ამჟამინდელი სიტუაცია საქართველოში. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელ კანონს მიიღებენ პარლამენტში. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ გუშინ განაცხადა, ეს კანონი არ შეუწყობს ხელს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან”, – თქვა ევროკავშირის ელჩმა.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...