მთავარისიახლეებიპაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანენ

პაპუაშვილის თქმით, რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანენ

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონი დღეს გავა პლენარულ სხდომაზე. გუშინ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. პლენარულ სხდომაზე ჯერ პოლიტიკური გამოსვლები იქნება, შემდეგ კი, როგორც პაპუაშვილმა თქვა, დიღის წესრიგს მიჰყვებიან.

სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩატარდება. პარლამენტში გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ უშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს.

პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ვერ მიიღეს არგუმენტირებული პასუხი რატომაა კანონი რუსული და ერთადერთი, რაც მოისმინეს იყო – “იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს…. კი მაგრამ, ბრიუსელი ხომ გეუბნება არა, კი მაგრამ, ვაშინგტონი ხომ გეუბნება – არა”.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებსაც “დოგმატური არგუმენტები” აქვთ.

“ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. მითუმეტეს, როდესაც იქაც სხვა კი არ არის, როცა ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებთან, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, რომ ვეკითხებით რატომ, რატომ არ უნდა იქნას ეს კანონი მიღებული, გვეუბნებიან იმიტომ რომ თქვენთან საზოგადოების რომელიღაც ნაწილს არ უნდა, რატომ არ უნდა? იმიტომ რომ არ უნდა, ვეკითხებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ, იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან არ მიიღოთო, ასეთი ურთიერთმითითება მიდის”, – ამბობს პაპუაშვილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...