მთავარისიახლეებიკანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას...

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას – კრამონი

Published on

კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “ოცნების” რუსულ კანონთან დაკავშიებით სოციალურ ქსელში წერს.

კრამონი გუშინდელ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს რუსული სტილით მოხდა.

“ევროპარლამენტის პოზიცია “ქართული ოცნების” რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში”, -წერს კრამონი.

შეგახსენებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა გუშინ ღამით მოქალაქეთა აქციის ფონზე „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...