მთავარისიახლეები"მზად ვართ ბრძოლისთვის... იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ" - ეკა...

“მზად ვართ ბრძოლისთვის… იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ” – ეკა გიგაური პრეზიდენტს შეხვდა

Published on

ორბელიანის სასახლეში შეხვედრები გრძელდება – პრეზიდენტთან დღეს აუდიენცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ჰქონდა. მან შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც გიგაური ამბობს, საუბრის მთავარი თემა რუსული კანონი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ჩვენ ვართ მზად ბრძოლისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს და პრეზიდენტსაც ეს ინფორმაცია მივაწოდე, რომ ჩვენ ყველანაირი ბრძოლისთვის ვართ მზად – ეს იქნება სამართლებრივი ბრძოლა თუ სხვა ტიპის ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვურთიერთობთ აბსოლუტურად ყველა ჯგუფთან, რომელიც ჩართული არის ამ ბრძოლაში. ყველა საქართველოს პატრიოტი არის ისტორიის სწორ მხარეს,” – ამბობს გიგაური.

სიახლეები

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...