მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიმართეთ პარლამენტს!" - ირაკლი ღარიბაშვილი "რუსულ კანონთან" დაკავშირებით

“მიმართეთ პარლამენტს!” – ირაკლი ღარიბაშვილი “რუსულ კანონთან” დაკავშირებით

Published on

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა “რუსულ კანონთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის ავტორები პარლამენტში გადაამისამართა და თქვა, რომ თუ ვინმეს კითხვები აქვს, საკუთარი ხედვა სწორედ პარლამენტში უნდა წარმოადგინოს. 

“თუ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონთ, არსებობს პარლამენტი მეგობრებო. იქ, იცით, რომ გაიმართება მოსმენასთან დაკავშირებული განხილვები და კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და ყვირილისა და ემოციების გარეშე წარმოადგინონ საკუთარი ხედვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან, ვისაც რაიმე კითხვა აქვს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ოლაფ შოლცის მოსაზრებებთან დაკავშირებულ შეკითხვას ასე უპასუხა:

“როგორ უნდა შევაფასო [ოლაფ შოლცის] განცხადება, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი, მათ შორისაა კანცლერის აზრი და მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ”.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...