მთავარისიახლეებიეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მივდივართ პრეზიდენტთან, მივმართავთ შეწყალების თხოვნით - გრიგორიადისის ადვოკატი

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მივდივართ პრეზიდენტთან, მივმართავთ შეწყალების თხოვნით – გრიგორიადისის ადვოკატი

Published on

რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატი და ოჯახი დღესვე აპირებს პრეზიდენტს მიმართოს.

ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

“ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, ბოლო განცხადებებით არაერთხელ დავაფიქსირეთ, თუმცა 9 წელს მაინც არ ველოდით. ჩვენ ახლა მივდივართ საქართველოს პრეზიდენტთან, კანცელარიაში, განცხადება გამზადებული გვაქვს, მასალები დიდი ხანია უკვე მიტანილი გვაქვს, მხოლოდ განცხადებას ჩავაბარებთ და მივმართავთ შეწყალების თხოვნით.

ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს ლიკა ბითაძე.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...