მთავარისიახლეები"ქართული ოცნება" რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს

“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს

Published on

“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე 15 აპრილის 10 საათზე იწყება, პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენით 16 აპრილს იმსჯელებენ.

ბოლო მოსმენის თარიღად 17 მაისია მითითებული.

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ დაარღვია და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული . კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. ამის შემდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდა.

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...