მთავარისიახლეებისაზოგადოებაგავერთიანდებით, ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს დავბრუნდებით - ნიაზ დიასამიძე

გავერთიანდებით, ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს დავბრუნდებით – ნიაზ დიასამიძე

Published on

მომღერალი ნიაზ დიასამიძე “ფორმულასთან” ინტერვიუში, ეხმიანება რა “რუსულ კანონს”, ამბობს, რომ მთავარია გავერთიანდეთ, ამის შემდეგ კი ევროპაშიც შევალთ და რუსეთში აღარასდროს დავბრუნდებით. მისივე თქმით, მაქსიმალურად მინიმალური უნდა გახდეს ერთმანეთის ზიზღი, რასაც “ეს ხალხი” (გულისხმობს “ოცნებას”) არ გვაცლის”:
“ერთი მთავარი, რაც მე მგონია, რომ უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად – მაქსიმალურად მინიმალური უნდა გახდეს ერთმანეთის ზიზღი და ეს ხალხი, ასეთი ქცევით ამას არ გვაცლის, მაგრამ ჩვენ მაინც ასე მოვიქცევით, გავერთიანდებით და ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს არ დავბრუნდებით.
გადის დრო და დაპირისპირება აღარასდროს დამთავრდა, ძალიან ცოტანი ვართ, იმისთვის, რომ ამხელაზე დაპირისპირებული ვიყოთ და ყველა, ვინც ამას ხელს უწყობს, უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და დამთავრდეს. ამიტომ, ახლა არჩევნებია და რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დაბალანსდეს ეს ქვეყანა და დამთავრდეს ეს ერთი კაცის და პირადი კაცის ხვეჭის გარშემო [დაპირისპირება].
მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წავა წინ და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ამას დასჭირდება ბრძოლა, ერთად ყოფნა და არ დაზარება, რას ვიზამთ, ამ ქვეყანაში ასე აღმოჩნდა, რომ 30 წელი გავიდა და იმავეზე ვლაპარაკობთ. ჩვენ რუსეთთან კარგი არაფერი გამოგვსვლია არასდროს და არც გამოგვივა, ეს უნდა გავიგოთ და ვისაც არ ესმის, არ ვიცი”, – ამბობს ნიაზ დიასამიძე რუსულ კანონზე “ფორმულასთან”.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...