მთავარისიახლეებირუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს-მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს-მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

Published on

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს, ასევე თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის დელიმიტაცია”,

“ჩვენ გვაბარებენ, მაგრამ ჩვენ არ ჩავბარდებით!
მივესალმები გუშინდელი თავისუფალი მარშის მონაწილეებს. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით, რომლის სამიზნე იყო კოდორში რუსული სპეცრაზმის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ოფიცერი.
ამავე დღეებში რუსეთმა ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “საზღვრის დელიმიტაცია”, მოაწეროს მათთან ხელშეკრულებას ხელი და პრაქტიკულად აღიაროს მათი “დამოუკიდებლობა”. დამატებით, ისევ გამოაგორეს“რუსული კანონი”.
ამ ყველაფრის შემაკავებელი ხალხმრავალი აქციებია. ამ ბრძოლაში არ უნდა დავიღალოთ. მოძალადეს ყოველთვის ეშინია ხალხის ძალისა და ერთიანობის. თუ საზოგადოება აპათიური და დაყოფილია, მოძალადე ყოველთვის თავხედდება.
ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ვერ შემოვიდა თბილისში 2008-ში რუსეთის არმია, ხალხის უზარმაზარი მასის შეკრება და ქართველი ხალხის თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება იყო.
ახლა მუდმივი აქციების მიზანი არა მხოლოდ ევროპისკენ სიარულია, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა-არყოფნა, თუმცა ორივე მიზანი მჭიდროდ არის გადახლართული.
P.S. ასევე მადლობა ყველას, ვინც გუშინ მარშზე ჩემი თავისუფლების მოთხოვნის პლაკატებითა და დროშებით მივიდა.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...