მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა

ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს პატარა ქალაქებს შორის დაასახელა

Published on

ბრიტანულმა სამოგზაურო მედიაპლატფორმამ, TimeOut-მა მსოფლიოს ულამაზესი 16 პატარა ქალაქს დაასახელა. მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქებს შორის სტეფანწმინდაც მოხვდა.

„დახვეწილი, ჯადოსნური და ძალიან ლამაზი ადგილები – ნეპალის მთებიდან კალიფორნიის სანაპირომდე ამ ქალაქების სახით თქვენ დამალულ განძს იპოვით“, – წერს მოგზაური მწერალი ინდია-ჯეინ ტრაინორი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სტეფანწმინდა არის შორეული, ამავდროულად ისტორიულ ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს.

„სტეფანწმინდა, რომელიც ასევე ყაზბეგის სახელით არის ცნობილი, კავკასიის მთების ხეობაში მდებარეობს. სტეფანწმინდა პირდაპირ უყურებს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, მე-14 საუკუნეში აგებულ გერგეტის სამების ტაძარს. ბორცვზე აშენებული ეკლესიის გადაღმა მყინვარწვერი მდებარეობს. ეს არის შორეული, ამავდროულად ისტორიული ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს გზაჯვარედინზე, ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, დასახლება ძვ.წ. მე-6 საუკუნით თარიღდება.

სტეფანწმინდა იდეალური ადგილია, შეისწავლოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, ჩანჩქერები, ცხელი წყაროები და გულის ფორმის ტბა“, – წერს სტატიის ავტორი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...