მთავარისიახლეებიდაზარალებულები ფერმიდან გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულმა ძალადობით და მუქარით უკან დააბრუნა - პროკურატურა...

დაზარალებულები ფერმიდან გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულმა ძალადობით და მუქარით უკან დააბრუნა – პროკურატურა ტრეფიკინგის საქმეზე

Published on

საქართველოს პროკურატურამ ოთხი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაც შეეფარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ინსპექციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში არსებული ფერმების მფლობელმა, ტრეფიკინგის მიზნით, ოთხი პირი მოტყუებით, ძალადობით და იძულებით, გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარ ფერმებში უსასყიდლოდ ამუშავა. ბრალდებული მათ აიძულებდა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეესრულებინათ მისი დავალება, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სახლში წასვლის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულებმა გაუსაძლისი პირობების გამო ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს, თუმცა ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობით და მუქარით ისინი უკან დააბრუნა და კვლავ იძულებით სამუშაოში ჩართო. სამმა დაზარალებულმა მოგვიანებით კვლავ შეძლეს ფერმის ტერიტორიიდან გაქცევა, ხოლო ერთ-ერთ პირს ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას 4 აპრილამდე უწევდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მე-2 ,,ბ“ და ,,გ“; მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...