მთავარისიახლეებიზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა იყო

ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა იყო

Published on

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა რაფაელ გროსიმ კვირას განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავი გარსის ძირითად კონსტრუქციაზე სულ მცირე სამი პირდაპირი მოხვედრა იყო.

მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა. მას არ დაუკონკრეტებია რომელი მხარის იყო ის.

შეტევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა მე-6 ენერგობლოკი. IAEA აცხადებს, რომ ეს საფრთხეს არ უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, მაგრამ ასეთმა ინციდენტებმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქტორის შემაკავებელი სისტემის მთლიანობის დარღვევა.

“ასეთი დაუფიქრებელი თავდასხმები მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”, – განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის ჩართული “არანაირ შეიარაღებულ პროვოკაციებში რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე”.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...