მთავარისიახლეები"ოცნება", დღეს, ბიუროს სხდომაზე, "რუსულ კანონს" დაარეგისტრირებს

“ოცნება”, დღეს, ბიუროს სხდომაზე, “რუსულ კანონს” დაარეგისტრირებს

Published on

“ქართული ოცნება”, დღეს, 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე, “რუსულ კანონს” დაარეგისტრირებს. სხდომა 15:00 საათზეა დაგეგმილი.

პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარედ 14:00 საათიდან შეიკრიბებიან და “ოცნების” გეგმებს გააპროტესტებენ.

ამ პროცესების პარალელურად კი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე “რუსული კანონის” გაპროტესტებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. აქტივისტები 14:00 საათიდან საქალაქო სასამართლოს ეზოშიც შეიკრიბებიან.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” 2023 წლის მარტში “რუსული კანონის” მიღება ვერ შეძლო. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა, მიუხედავად ამ სიტყვებისა, ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ მაინც იგივე ხდება.

რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისს, მისი დაკავების დროს, 2023 წლის 29 მარტს, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბრალდებულმა, 7 მარტს, 9 აპრილის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა. ასევე, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ლაზარემ, 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე შსს-ს კუთვნილ მანქანას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. სახელმწიფო ბიუჯეტს კი მისი ამ ქმედებით 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი 30 მარტს წარუდგინეს, მოსამართლემ კი 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. ლაზარეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავებიან.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ შემთხვევაში, ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...