მთავარისიახლეებისამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა.

სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა.

Published on

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა.

დეპარტამენტის თქმით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლას დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს და ყველა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს,” – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

როგორც უწყება ამბობს, ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...