მთავარისიახლეებიპრეზიდენტმა 17:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა

პრეზიდენტმა 17:00 საათზე ბრიფინგი ჩანიშნა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 17:00 საათზე ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი ჩანიშნა. რაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი, ადმინისტრაცია, ტრადიციულად, არ აკონკრეტებს, მაგრამ ის, სავარაუდოდ, “რუსული კანონის” ხელალხა ინიცირების ინიციატივას გამოეხმაურება.

დღეს, 3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი იქნება.

ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...