მივმართავთ “ოცნებას”, სტუდენტები რუსულ კანონს არ გაგატანინებთ!

0
56

სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება:

ზუსტად 1 წლის წინ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მარტის გამარჯვებისთვის.

მივმართავთ ქართულ ოცნებას. სტუდენტები რუსულ კანონს არ გაგატანინებთ!

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონის” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

უმრვალესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული და ის დღესვე ინიცირდება. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელი იქნება.

ცნობისთვის, “ოცნებამ” 2023 წლის მარტში ვერ შეძლო “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკა და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც.

პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია და მეორე მოსმენაზე ჩაეგდო. მაშინ “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა – “ჩვენს გეგმებში ასეთი კანონის დაინიცირება აღარ შედის”, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ, იგივე ხდება.

წინა სტატია“როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის” – აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე
შემდეგი სტატია“რაც გაგივიდათ შარშან, არ გაგივათ… ” – პაპუაშვილის მუქარა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური