მთავარისიახლეებისაზოგადოებაესაა ხაფანგი, "ოცნების" სიტყვას აქვს ჩალის ფასი! ნუ დავთმობთ საქართველოს!- ნიკა გვარამია

ესაა ხაფანგი, “ოცნების” სიტყვას აქვს ჩალის ფასი! ნუ დავთმობთ საქართველოს!- ნიკა გვარამია

Published on

რუსული კანონის შემობრუნებას “ახალი” საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა. პარტიის თანადამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებით, “ოცნება” კანონის მიღებას ივნისში, ევროპის ჩემპიონატის დროს გეგმავს იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს. ის ქართულ საზოგადოებასა და დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, არ ენდონ ოცნებას, რომლის სიტყვასაც მისივე თქმით, ჩალის ფასი აქვს:

“დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთჯერ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია, ახალი, გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში – ევროკავშირში.

დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო, გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი მეგობრებო. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტი და ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ქუჩებში გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია.

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ქართული ოცნების წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი იმიტომ, რომ ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს.

მინდა მივმართო დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იმიტომ, რომ ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ გვაძლევს თავისუფლებას.

ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დავუთმობთ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების სიტყვას აქვს ჩალის ფასი, იგი ასე იქცევა იმიტომ, რომ ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი არ არსებობს” აცხადებს ნიკა გვარამია.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...