მთავარისიახლეები"რუსეთს მხოლოდ ერთი ღირებული განცხადების გაკეთება შეუძლია - გამოაცხადოს დამარცხება" -უკრაინის პასუხი...

“რუსეთს მხოლოდ ერთი ღირებული განცხადების გაკეთება შეუძლია – გამოაცხადოს დამარცხება” -უკრაინის პასუხი რუსეთის საგარეოს მოთხოვნებს

Published on

“ტერორიზმის შესახებ განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ბუჩას გათავისუფლების წლისთავზე,” – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს მოთხოვნებს პასუხობს.

“რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კერძოდ, ტერორიზმთან ბრძოლის კონვენციაზე აპელირებას ცდილობს, ავიწყდება, რომ სწორედ პუტინი გამოცხადდა ოფიციალურად საერთაშორისო ძებნაში. მას უკრაინელი ბავშვების გატაცების საქმეზე ჰააგის ტრიბუნალი ელოდება.

ტერორიზმის შესახებ განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან ბუჩას განთავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მტერმა სამართლიანად აგოს აგოს.

ამიტომ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უსარგებლოა. რუსეთის ფედერაციას რეალურად მხოლოდ ერთი ღირებული განცხადების გაკეთება შეუძლია – გამოაცხადოს ომში დამარცხება და საოკუპაციო ძალების უკრაინის მიწიდან გაყვანა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო დროს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული “ყველა” ტერაქტის კვალი, უკრაინაში მიდის და უკრაინას ყველა დაკავშირებული პირის დაკავება და ექსტრადირება მოსთხოვა.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...