მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 767-ე დღეს უკრაინაში მიმდინარე ომზე - სად რა...

რა უნდა ვიცოდეთ ომის 767-ე დღეს უკრაინაში მიმდინარე ომზე – სად რა მოხდა

Published on

უკვე 767 დღეა, რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქები და დასახლებები 30 მარტსაც დაბომბეს, ძირითადად, ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით. 

“რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს 14 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტებით, ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტითa და KAR Kh-59-ით. ასევე, 11 “შაჰიდის” ტიპის დრონით. საჰაერო ბრძოლის შედეგად, განადგურდა 18 სამიზნე: 9 Kh-101/Kh-555 ტიპის საკრუიზო რაკეტა და 9 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი,” – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა მსოფლიო საზოგადოებასა და წამყვანი ქვეყნების წამყვან პოლიტიკოსებს, აღნიშნა რა, რომ მათი დახმარების გარეშე უკრაინა რუსეთთან დამარცხდება, ეს კი მხოლოდ უკრაინის დამარცხებას არ ნიშნავს. 

“ჩვენი ენერგეტიკის მუშაკები, სარემონტო ჯგუფები და სამშენებლო მუშები დაუღალავად მუშაობდნენ მთელი კვირის განმავლობაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რუსეთის დარტყმების შემდეგ აღდგენაზე, ასევე სხვადასხვა რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებზე. ისინი ბევრნი არიან და ფაქტობრივად მათ შეაქვთ მთავარი წვლილი ჩვენი ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ესენი არიან თბოელექტროსადგურის თანამშრომლები, ინჟინრები, ქსელის ოსტატები და ელექტრიკოსები.

რუსი ტერორისტები ამჟამად ახორციელებენ ასეთ საზარელ თავდასხმებს უკრაინისთვის ძალის გამოცლის  მცდელობაში. ჩვენ გავუზიარეთ კონკრეტული მოთხოვნები ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებსაც გააჩნიათ საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები. ამერიკამ, ევროპამ და სხვა პარტნიორებმა ყველამ ზუსტად იციან რა გვჭირდება და მათ ყველას ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება ამ დარტყმებისგან თავის დაცვაში ახლა.”

რაც შეეხება ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინის ფრონტის ხაზებზე არსებულ მდგომარეობას: ისევ დაძაბული მდგომარეობაა ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, სადაც რუსი ოკუპანტები ისევ გამალებით შეტევით ოპერაციებს ატარებენ, ხოლო უკრაინა თავდაცვით პოზიციაშია და შეტევებს იგერიებს.

ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიშების ტაქტიკა შეცვალეს და დაიწყეს შორი მოქმედების რადიუსის მქონე სტრატეგიული კორექტირებადი (ეს ნიშნავს, რომ ზუსტი მისამართი, სადაც უნდა დაეცეს, ჰაერში ბომბის ყოფნის დროსაც სწორდება) ავიაბომბების გამოყენება. ასეთი ავიაბომბები მათ ათასზე მეტი გაუშვეს, ამასთან, ზოგიერთს შეუძლია რუსული პოზიციებიდან ხარკოვამდეც კი მიფრინდეს. 

დღევანდელი, 31 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან განადგურებულია 441 ათასი რუსი ოკუპანტი. 

სიახლეები

22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელიც თბილისში დაშავდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო რეანიმაციულ...

“კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას” – ყოფილი საჯარო მოხელეები

ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ...

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი “ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს “ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი”

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს...

დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები

ახალგაზრდები რუსული რეჟიმის წინაღმდეგ! დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის საჯარო სკოლის სხვა და სხვა მოსწავლეები,...