მთავარისიახლეებიბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ, 31 წლის ქალი დაიღუპა -დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ, 31 წლის ქალი დაიღუპა -დაწყებულია გამოძიება

Published on

უბედური შემთხვევა თუ ექიმების დაუდევრობა? – ბათუმის კლინიკა BMS-ში 31 ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ქირურგიული ჩარევისას კი მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

ოჯახი ყვება, რომ მშობიარე ქალის ადგილზე მკურნალობა ვერ მოახერხეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი კლინიკა “ბაუში” გადაამისამართეს. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ოჯახი მედიკოსების დაუდევრობაზე საუბრობს.

“ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMS-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს. ორი ექიმი იყო, ერთი ვაჟა ექიმი იყო, მეორე დალი ირემაძე. უნდა დაისაჯონ. პასუხები მჭირდება, თუ რა მოხდა,” – ამბობს გარდაცვლილი ქალის მეუღლე.

ცნობისთვის, კლინიკა “ბაუში” აცხადებენ, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება კლინიკა BMS-ს, მათ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...