მთავარისიახლეებიმსოფლიოთუ ოკუპანტები ხარკოვის დაპყრობას მოინდომებენ, ის მათთვის საბედისწერო ქალაქი გახდება - ოლექსანდრ...

თუ ოკუპანტები ხარკოვის დაპყრობას მოინდომებენ, ის მათთვის საბედისწერო ქალაქი გახდება – ოლექსანდრ სირსკი

Published on

“უკრინფომთან” ინტერვიუში ოლექსანდრ სირსკიმ ძალიან ბევრ დეტალზე ისაუბრა და უკრაინის არმიის პოზიციებიც შეაფასა. მისი თქმით, არმია ამ ეტაპზე აგებს საფორტიფიკაციო ნაგებობებსა და სანგრებს თხრის, რადგან მოსალოდნელია, რომ მაისი-ივნისის დასაწყისში რუსი ოკუპანტები შეტევაზე გადმოვიდნენ.

↘️სირსკის განცხადებით, რუსეთისგან “ყველაფერს ელის” და თუ ოკუპანტები ხარკოვზე წამოვლენ, მათი საქმე ცუდად წავა.

↘️ “ისინი ვერ აიღებენ ხარკოვს, თავისთავად ცხადია – ჩვენ დავხვდებით, როგორც ეს საჭიროა. და თუკი რუსი ოკუპანტები ხარკოვის დაპყრობას გადაწყვეტენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ქალაქი მათთვის საბედისწერო გახდეს”, – აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა ინტერვიუში.

რა თქმა უნდა, სირსკის არც რუსებისთვის ხარკოვის ოლქების ცოტა ხნის წინანდელი დეოკუპაციის შეხსენება დავიწყებია, მით უმეტეს, რომ იმ კონტრშეტევის იდეაც მას ეკუთვნოდა და შეტევაზე გადასულებსაც თავად აკონტროლებდა. 

 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....