მთავარისიახლეებიპრეზიდენტის მიზანია, არჩევნებს საფრთხე შეექმნას, მორალური უფლება არ აქვს კალანდარიშვილთან შეხვედრის -...

პრეზიდენტის მიზანია, არჩევნებს საფრთხე შეექმნას, მორალური უფლება არ აქვს კალანდარიშვილთან შეხვედრის – კობახიძე

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო. ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა.

კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილი შეუერთდა “კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციურ კამპანიას” ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პრეზიდენტის მიზანია, რომ არჩევნებს საფრთხე, პრობლემა შეექმნას.

“სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს პირველი – ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ, იმიტომ რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს რა თქმა უნდა მორალური უფლება არ აქვს ხვდებოდეს კალანდარიშვილს, ეს ერთი და მეორე საერთოდ არ აქვს მას მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცესკო-ში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი”, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...