მთავარისიახლეებილაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან 1 წელი გავიდა

Published on

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. მარტის პროტესტის სიმბოლოდ ქცეული ახალგაზრდა უკვე 1 წელია პატიმრობაშია და საბოლოო განაჩენს ელოდება. მისი დასკვნითი სასამართლო პროცესი კი 8 აპრილამდე გადაიდო.

ლაზარეს დაკავების დროს, 2023 წლის 29 მარტს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბრალდებულმა, 7 მარტს, 9 აპრილის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ისროლა. ასევე, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ლაზარემ, 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე შსს-ს კუთვნილ მანქანას ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. სახელმწიფო ბიუჯეტს კი მისი ამ ქმედებით 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი 30 მარტს წარუდგინეს, მოსამართლემ კი 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. ლაზარეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავებიან.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ შემთხვევაში, ლაზარეს ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...