მთავარისიახლეები"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ ის საშუალება,...

“არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნით – საარჩევნო უფლება” – ზურაბიშვილი

Published on

“არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით – საარჩევნო უფლება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საუბრობს, სადაც ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით, ცესკო-ს თავმჯდომარესა და წარმომადგებლებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

“არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როცა ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას და პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ, საჭიროა ჩვენც ვიცოდეთ, დროზე, იმ ადამიანებისთვის ვინც იქ მოღვაწეობენ, ან წვალობენ კიდევაც, მივცეთ ის საშუალება, რაც ეკუთვნის ყოველივე მოქალაქეს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, როდესაც ეს საკითხი განიხილება, საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ უწყება “არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის”, რაც, მისი თქმით, “საკმაოდ გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეოს მუშაობასთან”.

ზურაბიშვილის თქმითვე, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებების ქონას კანონიც არეგულირებს, თუმცა ხელისუფლება, ამის მიუხედავადაც კი, უმოქმედოა.

“…ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კანონი არსებობს, რომ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და თუ 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, იმ ადამიანებმა მოითხოვონ და მიიღონ საშუალება, რომ იქ გაიხსნას საარჩევნო უბანი. ამაზე კანონი არსებობს ერთი მხრივ და მეორე მხრივ გვეუბნებიან და ძალიან ოფიციალურად, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვები, აცხადებენ, რომ არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ნაწილობრივ მაინც, რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება იმდენს გავხსნით, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ არა, შეუძლებელია, ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ “პადიეზდში” არ გავხსნითო. საკმაოდ ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია და არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს…” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მას მოლდოვას მაგალითიც მოჰყავს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა შესაძლებელია და ეს მოლოდვამაც გააკეთა: “ეს არის სრულიად შესაძლებელი, ამისი მაგალითი არსებობს ახლოს ჩვენთან. მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 უბანი გახსნა არჩევნებისთვის. თუ მოლდოვას შეუძლია, ალბათ ჩვეც შეგვიძლია”.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...