მთავარიUncategorizedრუსეთმა რაკეტებით დაარტყა ხარკოვს - შედეგები

რუსეთმა რაკეტებით დაარტყა ხარკოვს – შედეგები

Published on

რუსეთის მიერ ხარკოვის მისამართით გასროლილი რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 დაიჭრა – ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა.

როგორც ირკვევა, სულ ორი დარტყმა იყო, შევჩენკოს რაიონზე:

“წინასწარი ინფორმაციით, დღეს პირველად იყო მიტანილი იერიში ხარკოვზე დიდი კალიბრის მართვადი ჭურვებით”, – წერს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი.

რუსი პროპაგანდისტები კი წერენ, რომ დარტყმები არა დასახლებულ პუნქტებზე, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს და გამოიყენეს დაგეგმვისა და კორექციის უნივერსალური მოდული, თუმცა, იქვე აღიარებენ, რომ ადრე ეს სამხედრო ჭურვი რუსებს არ გამოუყენებიათ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...