მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს - გაერო

რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს – გაერო

Published on

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ მოპოვებული მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე რუსმა ჯარისკაცებმა სულ მცრიე 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს.

ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაეროს ექსპერტებმა მიიღეს მინიმუმ სამი ასეთი შემთხვევის დამოუკიდებელი დადასტურება, რომლის დროსაც დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების შვიდი ჯარისკაცი.

როგორც გაეროს ოფისი აღნიშნავს, მოკლული უკრაინელი პატიმრების რიცხვი “საგრძნობლად მეტია, ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში”.

მათ მოხსენებაში ისინი აღწერენ პატიმრების მკვლელობის შემთხვევებს როცა მათ იარაღი დაყარეს ან დაკითხვის დროს.

კერძოდ, მოწმეებზე დაყრდნობით, გაეროს ექსპერტები წერენ, რომ ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რაბოტინოსთან ჯერ ესროლა ფეხში დატყვევებულ უკრაინელ სამხედროს, რადგან ის გარკვევით არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი თავში ორი გასროლით მოკლა.

ანგარიშში ასევე აღწერილია რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამება, მათ შორის ცემა, ელექტროშოკი, იმიტირებული სიკვდილით დასჯა და სექსუალური ძალადობა. ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრებს აიძულებდნენ ემღერათ რუსეთის ეროვნული ჰიმნი, არ აძლევდნენ ძილის საშუალბას ან უკრძალავდნენ ტუალეტით სარგებლობას.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...