მთავარისიახლეებიივანიშვილს გამოკითხვაზე დაიბარებენ - ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილ-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერი დევს

ივანიშვილს გამოკითხვაზე დაიბარებენ – ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილ-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერი დევს

Published on

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა 8 აპრილს გაიმართება. ცოტა ხნის წინ დასრულდა წინასასამართლო სხდომა, რომელსაც თავად ბრალდებულიც დაესწრო.

საქმე ეხება ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის სარჩელს, რომელიც მას ფულის ბიტკოინებში დაბანდებასაც ედავება.

ცნობილი გახდა, რომ საქმეში დევს ივანიშვილი – ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერიც. გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარებენ დაზარალებულ ივანიშვილსაც.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ პროკურატურამ ბოლო 9 თვის განმავლობაში მის წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა და ამიტომ საქმე უნდა შეწყდეს.

დღევანდელი სხდომის შემდეგ მან, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი უწოდა და აღნიშნა, რომ საფუძველი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენებაა:

“დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის არის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღე. გრძელდება ის უსამართლო პროცესი, რომელიც დაიწყო 1 წლის წინ და რომელსაც საფუძვლად უდევს ერთადერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება. ეს არის სამარცხვინო ქართული სამართლის სისტემისთვის. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა მიღებული განხილვაში” ამბობს ბაჩიაშვილი.

ბაჩიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში არსებული აუდიოჩანაწერი სრულად გამოქვეყნდება მაშინ, როდესაც დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა.

დაცვის მხარემ ჩანაწერის ექსპერტიზა საზღვარგარეთ დანიშნა.

გიორგი ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

სასამართლომ მას გასული წლის 6 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. პროკურატურა 3 მილიონს ითხოვდა.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...