მთავარისიახლეებიეროვნული ნაკრების წევრებს ღირსების ორდენებს გადასცემენ

ეროვნული ნაკრების წევრებს ღირსების ორდენებს გადასცემენ

Published on

ეროვნული ნაკრების წევრებს ღირსების ორდენზე წარადგენენ. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკის მოედანზე გააკეთა განცხადება.

კობახიძე იმყოფება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების წევრები გულშემატკივრებს შეუერთდნენ და მათთან ერთად ზეიმობენ ისტორიულ შედეგს. პრემიერის სცენაზე გამოჩენას და სიტყვით გამოსვლას ნაკრების გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა – ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

“სიხარულისგან აღარ ვარ. კიდევ მეტი გამარჯვებები, წარმატებები! დიდება საქართველოს!” – ასეთია საქართველოს ისტორიული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრების რეაქციები.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...