მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს - ბავშვთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს – ბავშვთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Published on

თბილისში, ნაძალადევში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს. მასწავლებელთა და მოსწავლეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ნაწილი, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, პრევენციის მიზნით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სკოლაში სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული.

სკოლის დირექტორის თქმით, ერთ-ერთმა მოსწავლემ აღიარა, რომ წიწაკის სპრეი თავად გაუშვა, თუმცა ამბობს, რომ მოსალოდნელი შედეგების შესახებ არაფერი იცოდა.

“მეორე გაკვეთილის შემდეგ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში, ერთმა მოსწავლემ გაუშვა წიწაკის სპრეი. ბავშვები გამოვიდნენ ოთახიდან და დერეფანშიც გაიფანტა, რა თქმა უნდა, ეს აირი. გავხსენით ფანჯრები, ის კლასი გავიყვანეთ გარეთ და ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე სუნთქვის პრობლემა შეექმნათ, სასწრაფოდ გამოვიძახეთ დახმარების ბრიგადები. ბავშვმა აღიარა და თქვა, რომ მან არ იცოდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მსგავსი წიწაკის სპრეის გაშვებას”, – აცხადებს დირექტორი.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...