მთავარისიახლეებიკობახიძე ერევანში ფაშინიანს შეხვდა

კობახიძე ერევანში ფაშინიანს შეხვდა

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება დაეთმო რეგიონულ პროცესებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, მომავალშიც შეასრულოს დადებითი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში მიიწვია – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...