მთავარისიახლეებიკიევზე სარაკეტო იერიში ანექსირებული ყირიმიდან განხორციელდა, სამიზნეები განადგურებულია -საჰაერო ძალები

კიევზე სარაკეტო იერიში ანექსირებული ყირიმიდან განხორციელდა, სამიზნეები განადგურებულია -საჰაერო ძალები

Published on

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე მტერმა კიევს ორი ბალისტიკური რაკეტით, ანექსირებული ყირიმიდან შეუტია.

„სამიზნეები განადგურებულია, დგინდება რაკეტების ტიპი“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინის დედაქალაქში სარაკეტო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა, ისმოდა აფეთქებების ხმაც. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

რაკეტის ფრაგმენტები ასევე დაფიქსირდა სოლომენსკის, დნეპრისა და გოლოსეევსკის რაიონებში.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....