მთავარისიახლეებიპოლიტიკაკადიროვის აგენტები საქართველოში - რა ვიდეოს ავრცელებს ტუმსო აბდურახმანოვის ძმა

კადიროვის აგენტები საქართველოში – რა ვიდეოს ავრცელებს ტუმსო აბდურახმანოვის ძმა

Published on

“კადიროვის აგენტები საქართველოში”, – ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეომიმართვას “იუთუბის” საკუთარ არხზე რამზან კადიროვის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის ძმა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში “მისიონერული მიზნით” ჩასვლას გეგმავს კადიროვთან დაახლოებული პირი ტაჰირ დუიშვილი, რომელმაც ინტერნეტის ჩეჩნური სეგმენტისთვის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ვიდეოს ავტორი ამბობს, რომ ტაჰირ დუიშვილი ჩეჩნეთის მოქმედ მუფტთან დაახლოებული პირია და მისი მითითებით მოქმედებს.

↘️ ბლოგერის თქმით, დაუშვილი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩეჩნებს აგდებულად მოიხსენიებს, “გაუზრდელებს” უწოდებს და ამბობს, რომ ხეობაში აპირებს შეხვდეს ხალხს, რომლებსაც ძალიან უნდათ რუსეთის ხელისუფლების მსახურ ჩეჩნებთან დაახლოება და მათი ხილვა ხეობაში.

↘️ აბდურახმანოვი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში დუიშვილის ჩასვლამ, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას იქ მცხოვრებ ჩეჩნებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, მაგრამ პრობლემები აქვთ პუტინის რეჟიმთან რუსეთში, მათ შორის, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.

↘️ აბდურახმანოვი მიმართავს ქართველ ძალოვნებს და საქართველოს მოსახლეობას, დაიცვან პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ინტერესები და უსაფრთხოება, რადგან ცნობილია, რომ პუტინი მისი ჩანერგილი აგენტების მეშვეობით ხშირად კლავს პოლიტიკურ ოპონენტებს მათ შორის, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზეც.

↕️ ვიდეო დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ტუმსო აბდურახმანოვი რამზან კადიროვის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ბლოგერია, რომელიც ახლა შვედეთს აფარებს თავს. მის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოკლეს, მაგრამ არ დადასტურებულა. ასევე ბლოგერია ამ მასალის ვიდეოში წარმოდგენილი მისივე ძმაც. 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...