მთავარისიახლეებიკონფლიქტები"ჭანო" გმირულად დაეცა - ბრძოლის ველიდან თენგო ჭანიას ცხედრის გამოსვენება ვერ ხერხდება

“ჭანო” გმირულად დაეცა – ბრძოლის ველიდან თენგო ჭანიას ცხედრის გამოსვენება ვერ ხერხდება

Published on

უკრაინაში, ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებში გმირულად დაეცა კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი მებრძოლი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ჭანია, იგივე “ჭანო”.
“ჭანო” ამ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ‘აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად იერიშში მონაწილეობდა. მეგობრების თქმით, მტრის მიერ დაკავებულ პოზიციებზე შტურმის დაწყებისთანავე “ჭანო” ოკუპანტთა სანგარში ჩახტა, მყისიერი ცეცხლით გაანეიტრალა ოთხი ოკუპანტი, პოზიციები დაიკავა, თუმცა რამდენიმე წუთში ოკუპანტთა შვეულმფრენის მიერ გაშვებული უმართავი რეაქტიული რაკეტები (НУРС) რაკეტები სანგართან აფეთქდა – ისინი ოკუპანტებმა უკვე დაკარგული პოზიციის მიმართულებით გაისროლეს. სწორედ ამ დროს დაიღუპა თენგო ჭანია.
ადგილზე მიმდინარე გამალებული შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება თენგო ჭანიას ცხედრის გამოსვენება ბრძოლის ველიდან – მისი მეგობრები და თანამებრძოლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს მისია შეასრულონ.
გმირები არ კვდებიან! დიდება გმირებს!

სიახლეები

სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის “უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის...

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...