მთავარისიახლეებისამართალისექსუალური ხასიათის იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ის 19 წლის გოგოს ემუქრებოდა

სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ის 19 წლის გოგოს ემუქრებოდა

Published on

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,  პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა“.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. 

გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გარდა აღმოჩენილ იქნა სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...