მთავარისიახლეები"თუ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ" ...

“თუ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ” ​პაპუაშვილი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, ამას თავად გააკეთებს.

“რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია და როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს. მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ეს ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და იმისთვის, რომ იყოს ეფექტიანად მომუშავე ცესკო,” – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრიტიკისა და მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია.

მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...