მთავარისიახლეებიმსოფლიოტერაქტი მოსკოვში - დედაქალაქში განგაშის რეჟიმის გეგმა «Сирена» ამოქმედდა (ახლდება)

ტერაქტი მოსკოვში – დედაქალაქში განგაშის რეჟიმის გეგმა «Сирена» ამოქმედდა (ახლდება)

Published on

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე მოკლე აბზაცებად, შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალი, ოპერატიულად ახლდება ინფორმაცია მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შესახებ. 

4:03 – შემაჯამებელი ამბები მოკლედ:

🔳 ტერაქტის დროს მოკლულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
🔳 ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
🔳 30 დაშავებულს ამბულატორიული დახმარება აღმოუჩინეს.
🔳 ჰოსპიტალიზებულთაგან 60 ზრდასრული და ერთი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში არიან.
🔳 ამ დროისთვის ცნობილია, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, ამას გარდა, აშშ აცხადებს, რომ მათ აქვთ ფაქტები, რაც ტერაქტთან “ისლამური სახელმწიფოს” კავშირს ადასტურებს. მათივე თქმით, რუსეთს წინასწარ აცნობეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

3:10- რუსული “ბაზა” წერს, რომ სროლის დაწყებიდან პირველ წუთებში მოქალაქეთა ნაწილი ტუალეტებში იყო დამალული. ისინი 112-ზე რეკავდნენ და შველას ითხოვდნენ, რადგან ოთახები უკვე ივსებოდა კვამლით, მათ კი გარეთ გასვლის ეშინოდათ. ტუალეტში 10 ცხედარია ნაპოვნი. ისინი, სავარაუდოდ, კვამლისგან გაიგუდნენ. 

2:52 – აშშ-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს” მოწყობილია. ამის შესახებ New York Times და CBS News წერენ. წყარო აშშ-ის ხელისუფლებიდან ასევე ამბობს, რომ მათ რუსეთის სპეცსამსახურებს ადრევე მიაწოდეს სადაზვერვო მონაცემები მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. 

2:50 – ტერაქტის დროს მოკლულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.

2:28 – უახლოეს წუთებში საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ვლადიმირ პუტინი ემზადება;

2:08 – თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელებმა შენობაში ბენზინით სავსე პლასტიკატის ჭურჭლები შეიტანეს, საწვავი იატაკზე დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ დროისთვის “კროკუსში” ხანძარი ლოკალიზებულია.

2:02 – ოფიციალური ცნობით, 147 ადამიანია დაშავებული ტერაქტის შედეგად, ნაწილი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულთა შორის 8 ბავშვია.

1:48 – იმის მიუხედავად, რომ ISIS-ის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმადაც, “ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, რუსული მედიასაშუალებები უარყოფენ ტერორისტული ორგანიზაციის კავშირს მომხდართან.

1:35 – ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ‘ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. 

1:34 – “კროკუსთან” ტერაქტის პირველი წუთები: თავდამსხმელების გადმოსვლა “რენოს” მარკის თეთრი ავტომანქანიდან კადრში მოხვდა. მათ ცეცხლი ჯერ კიდევ პარკინგზე გახსნეს, როცა შენობის შესასვლელისკენ გაიქცნენ.

1:02 – შენობის მთავარი შესასვლელი იქ შეჭრიდან პირველ წუთებში. კადრები თვითმხილველმა გადაიღო, რომელმაც სასწაულებრივად მოახერხა გაქცევა. მისი თქმით, თავდამსხმელები შენობაში ორი წერტილიდან: მთავარი შესასვლელიდან და პარკინგიდან შეიჭრნენ.

0:45 – ვერტმფრენები “კროკუს ჰოლის” თავზე:

0:37 – ცეცხლის ფართობი “კროკუს სიტიში”, მინიმუმ, 12.900 კვ.მეტრს აღწევს, მეხანძრეები კერებს ებრძვიან. კადრები ადგილიდან:

0:28 – “ტერაქტზე პასუხისმგებელი უკრაინაა”, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ ბონდარევი. “ეს ტერაქტი და დივერსიაა უკრაინის მხრიდან. ტერორისტების დანდობა დაუშვებელია, ისინი ადგილზე უნდა განადგურდნენ”, – დაწერა მან ტელეგრამზე.

0:20 – სანქტ-პეტერბურგის სავაჭრო ცენტრ “გალერეაში” საეჭვო შავი ყუთი აღმოაჩინეს. დაწყებულია მოქალაქეთა სასწრაფო ევაკუაცია, შენობა ალყაშემორტყმულია.

0:16 – ვრცელდება კადრები, როგორ გამოჰყავს სპეცრაზმს ალმოდებული შენობიდან ერთი დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ტერაქტში ეჭვმიტანილი:

0:01 – დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი სროლის დაწყების პირველივე წუთებიდანვე საქმის კურსშია “კროკუს ჰოლში” მომხდარი ტერაქტის შესახებ და მოვლენებს თვალს ადევნებს. 

23:40 – ФСБ-მ დაადასტურა, რომ “კროკუს ჰოლში” ტერაქტის დროს 40 ადამიანი მოკლეს.

შენობის თავზე ვერტმფრენები დაფრენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო. შენობაში სპეცრაზმია შესული, ხანძარმა მოიცვა არამარტო “კროკუსის” სახურავი, არამედ ფასადიც, ცეცხლი გავრცელებულია 3.000 კვ. მ მოიცვა.

“მოქმედებენ, როგორც გაწვრთნილი სამხედროები, შესასვლელებში მაშინვე მოკლეს მცველები, რამდენიმე წამში მოახერხეს შესასვლელის ბლოკირება. შეიარაღებული არიან აკმ ტიპის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებით, აქვთ ყუმბარები და განტვირთვის ჟილეტები”, – წერენ სოციალურ ქსელებში თვითმხილველები, რომლებმაც გამოსვლა მოახერხეს.

↘️ ამ დროისთვის, შენობიდან სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. შიგნით სპეცრაზმია შესული, მაგრამ უცნობია, რამდენი თავდამსხმელია შენობაში.
“პიკნიკის” კონცერტზე დღეს ყველა ბილეთი გაყიდული იყო, “კროკუსის” მთავარი დარბაზი 6.200 ადამიანს იტევს.

↘️ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთი პირი უკვე დაკავებულია, მ,ანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთიდან 4 თავდამსხმელი გაიქცა. 

მოსკოვში გეგმა «Сирена» ამოქმედდა, რაც გულისხმობს ФСБ-სა და პოლიციის ყველა თანამშრომლის გამოცხადებას და საგანგებო რეჟიმზე გადასვლას.

დიმიტრი მედვედევი მოსკოვის ტერაქტის შესახებ: თუ ამ ყველაფერში კიევის რეჟიმია გარეული, სასტიკად უნდა დაისაჯონ, ოფიციალური პირების ჩათვლით.

მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინას არანაირი შეხება არა აქვს მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტთან.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...