მთავარისიახლეებიტექინსპექტირების თანამშრომელი თანხას იღებდა, დასკვნას აყალბებდა - პასუხისგებაში 2 პირი მიეცა

ტექინსპექტირების თანამშრომელი თანხას იღებდა, დასკვნას აყალბებდა – პასუხისგებაში 2 პირი მიეცა

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 2 პირი მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა თბილისში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქეს მოსთხოვეს გარკვეული თანხა, რის სანაცვლოდაც ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაიცა ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...