მთავარისიახლეებიპესკოვი ამბობს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" ომი გახდა

პესკოვი ამბობს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” ომი გახდა

Published on

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გაზეთ “Аргументы и факты”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” [რუსეთი ასე უწოდებს უკრაინში ომს] ომში გადაიზარდა. ინფორმაციას BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს.

“ჩვენ ომში ვართ. დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ”, – თქვა პესკოვმა ინტერვიუში.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან პესკოვს ამ სიტყვების განმარტება მოუწია. მისი თქმით, უკრაინაში იურიდიულად “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტობრივად ის “ომში გადაიზარდა”.

2022 წლის თებერვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები დაჯარიმდნენ სიტყვა “ომის” გამოყენების გამო, ჯარის “დისკრედიტაციის” მუხლით. უფრო ვრცელი ომის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის, რუსები ექვემდებარებიან სისხლისსამართლებრივ დევნას.

პესკოვმა თქვა, რომ მისი სიტყვები ომის მოწინააღმდეგეების სიტყვებს არ უნდა შეადარონ.

“ეს სრულიად შეუსაბამო შედარებაა, რადგან ეს [ომის საწინააღმდეგო განცხადებებში] არ არის ჩემი კონტექსტი. სიტყვა “ომი” გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში. ეს არის აბსოლუტურად [ზუსტი]. უბრალოდ შეადარეთ რა კონტექსტი მაქვს მე და რა კონტექსტი აქვთ [შეჭრის მოწინააღმდეგეებს]”, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...