მთავარისიახლეებიღამით რუსეთმა 60-ზე მეტი "შაჰიდი" და თითქმის 90 რაკეტა გვესროლა - ზელენსკი...

ღამით რუსეთმა 60-ზე მეტი “შაჰიდი” და თითქმის 90 რაკეტა გვესროლა – ზელენსკი პარტნიორებს კიდევ ერთხელ სთხოვს დახმარებას

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმა 60-ზე მეტი “შაჰიდის” ტიპის დრონი და 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა.

მასიური დაბომბვის სამიზნედ მან ელექტროსადგურები და ელექტროგადამცემი ხაზები დაასახელა
“ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, თუნდაც ტროლეიბუსი”.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დნეპროჰესზე, სხვა ენერგეტიკულ ობიექტებთან ერთად, თავდასხმა მოხდა. ზელენსკიმ ჩამოთვალა რეგიონები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს – ხარკოვი და ხარკოვის რეგიონი, ზაპოროჟიე, სუმი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ოდესა, ხმელნიცკი, ვინიცა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვში ღამის თავდასხმის შედეგად მთლიანად გაითიშა ელექტროენერგია.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მოწოდება, რომ არ გადადონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდება:

“პატრიოტის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. მათ ნამდვილად შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. სიცოცხლე დაცული უნდა იყოს მოსკოვის ამ ფანატიკოსებისგან”.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...