მთავარისიახლეებისაზოგადოებაიტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

Published on

იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, 34 და 39 წლის ქართველებმა ორი ბინა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ძარცვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომელმაც მძარცველების სილუეტები შენობის სახურავზე შენიშნა.

პოლიციამ ქართველები შენობიდან გასვლის მცდელობისას დააკავა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთს ჯიბეში საკეტი, ხოლო მეორეს ხელთათმანები და ხრახნი უპოვეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....