პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ მივლენ დღეს, ორბელიანების სასახლეში დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც პრეზიდენტი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს. წარდგინებით სალომე ზურაბიშვილს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს, შესაბამისად, პრეზიდენტმა ისინი ღონისძიებაზე დაპატიჟა.
“ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე, იმისთვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით.
[მიხვალთ თუ არა მასთან] არა, ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი, ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის”, – ამბობს კობახიძე.