მთავარისიახლეებითამაზ გინტურის მკვლელობა, უკანონო ბორდერიზაცია და დაკავებულების გათავისუფლება -ერგნეთში შეხვედრა იწყება

თამაზ გინტურის მკვლელობა, უკანონო ბორდერიზაცია და დაკავებულების გათავისუფლება -ერგნეთში შეხვედრა იწყება

Published on

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 118-ე შეხვედრა იწყება. ქართული მხარე შეხვედრაზე მოითხოვს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლებას.

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე, ოფიციალური თბილისი განმარტებებს მოითხოვს.

გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ წინა შეხვედრიდან დღემდე 3 უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა.

“განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს, ეს ინციდენტები გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის კუთხით 1 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 5 ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე – 3 ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე, დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. გარდა აღნიშნულია, დადგება საკითხი და მოვიკითხავთ რა სტადიაშია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, არის თუ არა აღძრული საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები”, – ამბობს სუს-ის წარმომადგენელი, ირაკლი ანთაძე.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...